აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „შუა დერეფანი“ ვიეტნამურ კომპანიებს რეგიონულ ბაზრებზე წვდომისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს სთავაზობს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეს განცხადება ვიეტნამის პრემიერ-მინისტრ ლე მინ ჰუნგთან შეხვედრისას გააკეთა.
ალიევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მზადყოფნას, ამ მიმართულებით ვიეტნამთან ითანამშრომლოს.