უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვეტოს ხსნის

დიპლომატების თქმით, პარასკევს, 20 ნოემბერს, უნგრეთი მოხსნის წინააღმდეგობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ბოლო ორ კლასტერთან დაკავშირებით, რაც კიევსა და მოლდოვას საშუალებას მისცემს, ევროკავშირის წევრობის ყველა ასპექტზე მოლაპარაკებები დაიწყონ.


როგორც Euronews-ს ორმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, პარასკევს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერის გახსნაზე დადებულ ვეტოს მოხსნის.


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საკითხებში, ანდრაშ ბირო-ნადმა, ამ ნაბიჯის შესახებ ბრიუსელში, ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა უკრაინის გაწევრიანების პროცესს და ბლოკავდა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მისმა ვეტომ ასევე შეაჩერა მოლდოვის გაწევრიანების განაცხადის განხილვაც, რომელიც კიევის განაცხადთან არის დაკავშირებული.„ზოგად საქმეთა საბჭოს“ (General Affairs Council) სხდომის წინ, გაფართოების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს მიანიშნა.


ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა უკრაინის გაწევრიანების პროცესს და ბლოკავდა მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას. მისმა ვეტომ ასევე შეაჩერა მოლდოვის გაწევრიანების განაცხადის განხილვაც, რომელიც კიევის განაცხადთან არის დაკავშირებული.


უნგრეთის პოზიციის ცვლილება მას შემდეგ დაიწყო, რაც პეტერ მადიარმა ვიქტორ ორბანი ჩაანაცვლა. მოლაპარაკებების პირველი კლასტერი ივნისში გაიხსნა, მეორე — ივლისში, ხოლო ოქტომბერში — კიდევ ორი.


16 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში, პეტერ მადიარმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ორმხრივი შეხვედრას გამართეს. ეს ფაქტი ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კიდევ ერთ ეტაპს წარმოადგენს.