შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნათელაშვილის თქმით, პარტია მონაწილეობას არ მიიღებს იმ ფორმატში, სადაც პირველ საკითხად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არ განიხილება.

„ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი არჩევნების თარიღი, პირველ საკითხად არ წყდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდით მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდასა და კონსულტაციებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლიდან და ასრულებენ სახურავით“, - განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს". – თქვა შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა გრძელდება.