დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით, საქართველო კორონავირუსული ინფექიის გავრცელების თვალსაზრისით, „ნარინჯისფერიდან“ „წითელ ზონაში“ გადავიდა.
„თუ 26 თებერვლიდან გადავთვლით, საერთო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე, იმის გამო, რომ სექტემბრის პირველ რიცხვებამდე სულ 1500 ინფიცირებული გვყავდა, კარგი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ რაც ითვლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, ინციდენტობის მაჩვენებელი 26% გვაქვს. ჩვენი შიდა „შუქმნიშნის“ მიხედვით, „ნარინჯისფრიდან“ „წითელ ზონაში“ გადავედით – ამას გიდასტურებთ. მაგრამ მეორე მაჩვენებლით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300–ს, მაგრამ კარგი მაჩვენებელი გვაქვს ტესტირებაში – მილიონ მოსახლეზე საერთო 74 000 ტესტი, ხოლო ყოველდღიური – 9–10 ათასის ფარგლებში, რაც ამ პერიოდისთვის კარგია. მაგრამ ნუ მივეცემით პანიკას და ნურც დამშვიდებას. ვამბობთ, რომ შემთხვევების ზრდა გარკვეულ ფარგლებში გვექნება. ეს ზრდა გაგრძელდება. ჩვენი გათვლებით, პიკშო დაახლოებით, ნოემბრის მეორე–მესამე კვირაში შევალთ“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.