ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში დგას.
როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს, თუმცა კონკრეტულად როდის მოიხსნება გადაადგილების შეზღუდვა ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა ჩვენს ხელთ. ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ. დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, დღეს, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
პირველი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ.