"ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, არის სიცრუე" , - ამის შესახებ განცხადებათ თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს. მომავალი კვირიდან კი უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან საქმეში.
"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.
შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ხოლო მომავალი კვირიდან კვლევის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
კვლევისა და მონიტორინგის თითოეულ ეტაპზე საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება სრული ინფორმაცია.
უახლოეს დღეებში გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად აღდგეს ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართონ თბილისის მერიას", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა