საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, 19 მარტიდან, რესტორნებში ცოცხალი მუსიკა დასაშვები იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება გადაწყვიტა.