ფეხბურთის ფედერაცია: ბილეთების მფლობელებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ

28 მარტს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა გაიმართება. მანამდე კი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას შვედეთში ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართავს.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ცნობილი გახადა, რომ საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება. გულშემატკივრებს შორის აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

ბილეთები ელექტრონულად, პირადი ნომრის მეშვეობით გაიყიდება, ბილეთის მფლობელი გულშემატკივარი კი კომენდატის საათის დროს მოძრაობას ავტომატურად შეძლებს.

"ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება. იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და კომენდანტის საათი არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ":, - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.