თეთრი სახლის წარმომადგენელი: ჯო ბაიდენი არ ნანობს, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ნანობს, რომ ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობას უსურვებს.