პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელას განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ.
მისივე ინფორმაციით, მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.
„პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოყვანილ იქნა ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდა. სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.
აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა ტურძელაძემ.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება, განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.