AstraZeneca-ს ვაქცინით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთი პრემიერ-მინისტრები აიცრებიან

დღეს AStraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთი პრემიერ-მინისტრები აიცრებიან.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ყველამ სწრაფად გაიკეთოს ვაქცინა.

საფრანგეთის პრემიერმა Astrazeneca-ს ვაქცინის საჯაროდ გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპის წამლის სააგენტომ Astrazeneca-ს ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს ამ ვაქცინის გამოყენება თრომბის ცალკეული შემთხვევების გამოვლენის გამო ჰქონდა შეჩერებული.

ცნობისთვის, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლელებით დადასტურდა, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.

აღნიშნულის გამო, ესპანეთი და იტალია მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაციას განაახლებენ.