აშშ-ის საელჩო გარდაცვლილი ექთნის ოჯახს  სამძიმარს უცხადებს

აშშ-ის საელჩო დღეს გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს. ჩვენი ფიქრითა და ლოცვით ვრჩებით სამედიცინო სფეროს მუშაკებისა და მათი ოჯახების გვერდით, ისინი მართლაც გლობალური ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.მადლიერნი ვართ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ, ამ პანდემიის ყოველ ახალ ეტაპზე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა