ოპოზიციამ საპროტესტო აქციები, მათ შორის 20 მარტს დაგეგმილი აქცია გააუქმა. ისინი ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებენ. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია, მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე. ხვალიდან ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმზე და ტალღაზე. თუ რას ვაპირებთ და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ.", - განაცხადა უდუმაშვილმა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლების ოპონენტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრაზე მიიღეს.
ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს