ერდოღანი: ვლადიმერ პუტინზე ჯო ბაიდენის განცხადებები მიუღებელი და პრეზიდენტისთვის შეუფერებელია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "მკვლელი" უწოდა. მისი შეფასებით, ბაიდენის ეს განცხადება "მიუღებელი" და პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ბატონი ბაიდენის განცხადებები, ბატონ პუტინთან დაკავშირებით, პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. პრეზიდენტის გამოსვლა და ასეთი შენიშვნების თქმა ისეთი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია, ნამდვილად მიუღებელია.

ჩემი აზრით, ბატონმა პუტინმა გააკეთა ის, რაც აუცილებელია, ძალიან, ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური პასუხის გაცემით“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ კითხვას - პუტინი მკვლელია თუ არა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა.

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს .