ნიკა მელია: სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირზე ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი  ვერ დავინახე, რაც დასანანია

"სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალურის მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, გული დაწყდა, რომ რუსთაველის გამზირზე, სადაც საზოგადოებას ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა გააცნო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დაინახა.

"ვუყურე მე ამ დაანონსებას და პირველ რიგში, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა ოპოზიციურ პარტიას. გული დამწყდა, რომ იქ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვერ დავინახე, არადა მნიშვნელოვანი თარიღი იყო. კარგი დასაწყისი არის კარგი დაბოლოების საწინდარი, სამწუხაროდ, ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პირველი პირი, ვერ დავინახე რუსთაველის გამზირზე, ეს ჩემთვის დასანანი არის.

სხვა უკეთესი გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს და საერთაშორისო საზოგადოებასთან მოლაპარაკების პროცესში ჩვენ, ოპოზიციას დაგვეხმაროს, რომ საწადელი მივიღოთ, ვფიქრობ, მაისის ამ კონკრეტულ დღეს არ გვექნება. მე ვთხოვდი საზოგადოებას ყველამ გავიაზროთ, ეს არაა ბრძოლა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და ლიდერის, ესაა ბრძოლა ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენეთ, რომ დღეს, ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე შეიკრივა და ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა.