ბექა დავითულიანი გიორგი გახარიაზე: ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება

"რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, სადაც გახარიამ აღნიშნა, რომ "პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს".

დავითულიანის თქმით, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიას შექმნის, ის "ქართული ოცნების" კონკურენტი იქნება.

“რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული.

საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული”,- განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ