ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემთხვევაში ქართული პოლიტიკური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.

"უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ მას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ -არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს", – აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისთვის, თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ