ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების დატოვების გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თურქეთი ქალთა დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების დატოვების გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ”იმედგამაცრუებელია” და ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის კუთხით "უკან გადადგმული ნაბიჯია".

მისი განცხადებით, ქვეყნებმა ქალებზე ძალადობის დასრულებისთვის უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ და არ "უარყონ საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ქალთა დაცვისთვის და მოძალადეთა დასჯისთვის არის შექმნილი".

”მთელ მსოფლიოში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. მათ შორის, თურქეთში იზრდება ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა.

ქვეყნები უფრო მეტს უნდა მუშაობდნენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. არ უარყონ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების დასაცას და მოძალაადეების დასჯას.

ჩვენ, ყველამ, მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ საზოგადოება, რომელშიც ქალები ძალადობისგან თავისუფლად იცხოვრებენ",- განაცხადა ბაიდენმა.

როგორც BBC-ი იუწყება, თურქეთმა თქვა, რომ სტამბოლის კონვენცია, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის პრევენციას და დევნის აღმოფხვრას, მის ოჯახურ ღირებულებებთან შეუთავსებელია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა დატოვა ევროპის საბჭოს კონცენცია, რომელიც ქალების დაცვას ისახავს მიზნად.