ჩინეთის მთავრობა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საპასუხო სანქციებს უწესებს

ჩინეთის მთავრობა ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის პარლამენტარებს, ჩინეთის სუვერენიტეტის "შელახვისთვის" სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutcshe Welle ავრცელებს.

ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა სანქციები დაუწესოს ევროკავშირის 10 მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ქვეყნის შიდა საქმეებში "უხეში ჩარევისთვის" და "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის". სანქციები დაუწესდება აგრეთვე 4 ორგანიზაციას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესებას "ტყუილისა და ყალბი ინფორმაციის ბოროტად გავრცელებისთვის" მხარს დაუჭერს.

ჩინეთის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა. მათთან დაკავშირებულ კომპანიებსა და დაწესებულებებს კი ასევე ეკრძალებათ ჩინეთთან ურთიერთობა.

სანქცირებულ პირთა სიაში არიან ევროკავშირის პარლამენტის 5 წევრი:რაინხარდ ბუტიკოფერი, მიხაელ გალერი, რაფაელ გლუქსმანი, ილჰან კუჩიუკი და მირიამ ლექსმანი, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები და აშშ – ში მცხოვრები გერმანელი მეცნიერი, ადრიან ცენცი, რომელიც უმცირესობების მიმართ ძალადობის ფაქტები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ჩინეთს სანქციები დღეს დაუწესა