28 მარტს, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის გამო, მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ

პირები, რომლებიც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.

"28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს და ავტობუსის მუშაობა", - აღნიშნულია უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებაში.

28 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის ბილეთების მფლობელებს ე.წ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ექნებათ

საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება