"ვაქცინაზე და პირბადეზე უარს თუ ვიტყვით, საქართველოში მესამე ტალღა მალე დაიწყება", - ამის შეასახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე.", — განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ.