ხელოვნური კუნძულიდან მწყემსების გამოყვანა ვერ ხერხდება , მათ ღამის გათევა კარვებში მოუწევთ

ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 6 მწყემსი ქვახვრელში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ჯგუფს ისინი ვერ გამოჰყავს.

მწყემსებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კარვებს მიაწვდის, სადაც მათ ღამის გათევა მოუწევთ.

მაშველები მდინარის სანაპიროზე დარჩებიან და წყლის დონეს დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელში ხელოვნური, დროებითი კუნძული შექმნა.