სოფელ ქვახვრელში ხელოვნური კუნძულიდან 4 მწყემსი გამოიყვანეს. 2 მწყემსი კი ღამე კუნძულზე დარჩება. მათ მაშველებმა კარავი მიუტანეს.
პირუტყვის გადმოყვანა ადიდებული მდინარის გამო ვერ ხერხდება, ამიტომ მწყემსებს პირუტყვის ნადირისგან დასაცავად იქ მოუწიათ დარჩენა.
უხვი ნალექის გამო ქვახვრელში მტკვარმა ხელოვნური კუნძული შექმნა, სადაც 6 მწყემსი ჩარჩა