"მნიშვნელოვანი არის ასევე ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილდება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში", - ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინის დოზების ის რაოდენობა შემოვიდა, რომელსაც ელოდნენ.
"დიდხანს ველოდეთ "ფაიზერის" ვაქცინას და როგორც იქნა ის არის საქართველოშია. დოზის ის რაოდენობა შემოვიდა, რომელსაც ველოდით - 29 500. ეს დოზა გამოყენებული იქნება 14 000 პირისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ "ფაიზერის" ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრულია, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მეორე დოზა 3-4 კვირაში უნდა გაკეთდეს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ის, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, 1 კლინიკა ბათუმში, 1 კლინიკა ქუთაისში და 4 კლინიკა თბილისში.
თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ანტელის კლინიკა.
ბათუმში - რესპუბლიკური კლინიკა, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის "ევექსის" კლინიკა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში წუხელ, გვიან ღამით ჩამოვიდა.