ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა საჯაროდ გაიკეთა. ვაქცინაციის გაკეთების ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მეორე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია.მოდით ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ!", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

დალია გრიბაუსკაიტემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 4 მარტს გაიკეთა.