ბიძინა კულუმბეგოვი: ვისაც ფილერი აქვს არ შეეშინდეთ, თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციისას ფილერთან დაკავშირებული რეაქცია უკიდურესად იშვიათია, მისი განვითარების შემთხვევაში კი სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება.

,,ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია და პასუხი იმუნიტეტის გრიპის ვაქცინაციის დროს წლების წინაა აღმოჩენილი. ეს ახალი არ არის. თუმცა Pfizer-ს მიმართებით აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემჩნეული იქნა. თუმცა დღეს არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინაციის საწინაარმდეგო ჩვენება.

თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაცაა მოწოდებული. რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, თავი არ შეიკავონ ამის გამო ვაქცინაციისგან”, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, Pfizer-ით ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულებები ჰქონდეს.