კრისტიან დანიელსონი საქართველოს ხვალ ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს ხვალ ეწვევა.

დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.

მას შემდეგ, რაც დანიელსონმა თბილისი დატოვა ის ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და ფასილიტაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება.