სალომე ზურაბიშვილი: რეფერენდუმის საფუძველზე აღდგენილ დამოუკიდებლობას დაცვა და გამყარება სჭირდება

"რეფერენდუმის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს - გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას რეფერენდუმის დღესა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს ულოცავს.

"დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის და რეფერენდუმის დღეა. ყველას გილოცავთ ამ სიმბოლურ თარიღს.

უნდა გვაქხოვდეს, რომ რეფერენდუმის შედეგები და მის საფუძველზე აღდგენილი დამოუკიდებლობა ყველას გვავალდებულებს - გვევალება ამ მონაპოვრის დაცვა და მას გამყარება სჭირდება" , - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 30 წელი გავიდა.