სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ

სამოქალაქო აქტივისტები რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. ისინი იმ სასტუმროსთან იმყოფებიან, სადაც რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად იმყოფება.

აქტივისტები ადგილზე სასტვენებით მივიდნენ და პროტესტის ნიშნად სასტუმროს კარებზე აბრახუნებენ.

მანამდე, რუსი ჟურნალისტი მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტები დახვდნენ, თუმცა პოზნერს კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობითვის, რუსი ტელეწამყვანი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.