ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა და აშშ გვერდიგვერდ ვდგავართ, როდესაც საქმე ჩვენი დემოკრატიების შენარჩუნებას ეხება

"უკრაინა აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სხვადასხვა დონეზე. გვერდიგვერდ ვდგავართ, როდესაც საქმე ჩვენი დემოკრატიების შენარჩუნებას ეხება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ში დაწერა.

ის აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.

„მიხარია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი შედგა. უკრაინა აფასებს აშშ-ის მხარდაჭერას სხვადასხვა დონეზე. გვერდიგვერდ ვდგავართ, როდესაც საქმე ჩვენი დემოკრატიების შენარჩუნებას ეხება. სერიოზულად განწყობილი ვარ უკრაინაში რეფორმები გავატარო, გავზარდო გამჭვირვალობა და მშვიდობას მივაღწიო. ამერიკულ პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის“, - წერს ზელენსკი.

ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა