ერთი თვის ჩვილი, რომელიც კლინიკაში ორი კვირის წინ მიიღეს, კორონავირუსისგან განიკურნა.
მისი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრი იყო. პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
საქართველოში დღეს კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა 1731 ახალი შემთხვევა.ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.
პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.