რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი Covid ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა.
ლავროვმა დაგეგმილი შეხვედრები გადადო.
27 ოქტომბრიდან რუსეთში როსპოტრებნადზორმა თითქმის ყველა საჯარო ადგილას პირბადის ტარება სავალდებულო გახადა.
რუსეთში, ასევე, რესტორნები და ბარები 23:00 საათიდან 06:00 საათამდე დაიკეტება.
27 ოქტომბერს რუსეთში 16 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 320 პაციენტი. ჯამში დადასტურდა 1 547 774 შემთხვევა და გარდაიცვალა 26 589 ადამიანი.