ჰაკერებმა Facebook-ის მომხმარებლებთან ერთად, მარკ ცუკენბერგის პირადი მონაცემებიც გაასაჯაროვეს

The Sun-ის ინფორმაციით, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკენბერგი მოხვდა იმ 500 მილიონზე მეტ ადამიანში, რომლის პირადი მონაცემები ჰაკერებმა გაასაჯაროვეს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ჰაკერების ფორუმზე 106 ქვეყნიდან 533 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს - მათ შორის არიან ქართველი მომხმარებლებიც.

ცნობისთვის, დღეს ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.