საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით იკლო, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ყველაზე მაღალია.
საქართველოში დღეს კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დადასტურდა სულ 1731 ახალი შემთვევა. გუშინდელთან შედარებით ეს რიცხვი 93-ით ნაკლებია.
ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.
პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.