კელი დეგნანი: ვისურვებდი, რომ ინდივიდების პოლიტიკა დასრულდეს

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი საარჩევნო გარემოზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა.

„ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ქართული საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს და ქვეყანაში რუსეთის მიერ დაპირისპირებისა და დაბნეულობის დათესვას უხსნის გზას. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, - აცხადებს კელი დეგნანი.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო, და ის ხალხმა ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში არ არის ადგილი ისეთი ფაქტებისთვის, როგორებიცაა ამომრჩევლის დაშინების, ხმების ყიდვის, ამომრჩევლის იძულება ფოტო გადაუღონ ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, თუ ხმას არ მისცემენ ერთ პარტიას, ან დაწინაურების პირობა, თუ ხმას მისცენ სხვა პარტიას.

თავისუფალი არჩევნები იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღების დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა ვნახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. იმიტომ რომ ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“, - განაცხადა ელჩმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.