IRI: მოსახლეობის 76%-ს აზრით, გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა". საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა დღეს გამოაქვეყნა.

გამოკითხულთა 37%-ს აზრით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. რესპოდენტთა 63% მიიჩნევს რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათი ოჯახებში საგრძნობლად გაუარესდა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

თბილისი, საქართველო - საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების შეშფოთებას ეკონომიკური საკითხების მიმართ და უკმაყოფილებას მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი. ამ მიგნებების პარალელურად, მმართველი და ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ შეთანხმებას წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ სადავო საკითხებზე.