კელი დეგნანი: უცხოური ჩარევებისგან დასაცავად ცესკოს ვეხმარებით

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა. მან ცესკოსთან თანამშრომლობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„განსაკუთრებით ვიმუშავეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა კოვიდპანდემიის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში, დაცული იყოს ამომრჩეველი და მისი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან, ასევე ვეხმარებით ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.