აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურების საკითხზე Europetime-ს ესაუბრა. პოლ გობლი საარჩევნო მექანიზმების შექმნას გამორიცხავს და რუსეთის მიერ არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას ვარაუდობს.
„ჩემი აზრით, რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება, (როგორიცაა: დეზინფორმაცია,პროპაგანდა) ვიდრე აამოქმედებს საარჩევნო მექანიზმებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მისცენ ბიძგი. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამის სჯერათ, სხვები ამ იდეის პოპულარიზასიისთვის ამა თუ იმ გზით არიან წახალისებულნი“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს.
საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა.
ის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება საქართველოს/ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად.
საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.