რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოიწონა იდეა ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის შედარება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს. რია ნოვოსტის ცნობით, კანონის გამკაცრების ინიციატივით დუმის სათათბირო კომიტეტის ხელძღვანელი კულტურის დარგში, ელენა იამპოლსკაია გამოვიდა.
მისი აზრით, როცა ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფაზეა საუბარი, რუსეთს კანონის გამკაცრების მორალური უფლება აქვს.
"ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელია გათვალისწინებული, ღმერთი თავადაც ისურვებდა, ჩვენი უახლესი წარსული შესაბამისი მექანიზმებით დაგვეცვა", - განაცხადა პუტინმა.
ინიციატივის ავტორის, ელენა იამპოლსკაიას თქმით, რუსეთში იბეჭდება და ახალგაზრდებს შორის პოპულარულია წიგნები, სადაც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებების შედარება ხდება. მისივე თქმით, ის შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს, რასაც პუტინმა მხარი დაუჭირა.