"დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ტრაგიკული შემთვევას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს.
საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.
დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.
თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურით გადმოსვლას ცდილობდნენ.