ადვოკატის თქმით, ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, თუმცა ამასთან დაკავშირებით ისინი შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

კითხვაზე, სხდომას დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია, ადვოკატმა Europetime-ს განუცხადა, რომ ის აპირებს მისი დაცვისქვეშ მყოფის სასამართლო პროცესზე დასწრების შუამდგომლობა დააყენოს, რადგანაც მელიას პროცესებზე დასწრება აკრძალული აქვს.

,,ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავაყენებ შუამდგომლობას, რომ მიეცეს უფლება დაესწროს, ვინაიდან მას აკრძალული აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრება", - ამბობს ადვოკატი.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება