ეკატერინე ტიკარაძე: მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი გამოიყოს

ზოგადად მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი გამოიყოს, მაგრამ საშუალოდ 4-8 მძიმე პაციენტზე საჭიროა ერთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და 3-4 ექთანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„საწოლფონდში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამაზე ვაკეთებთ მუდმივად აქცენტს და ყველა საავადმყოფო შერჩეულია იმ პრინციპით, რომ მათ მოგვაწოდეს სრული ბაზა პერსონალის, რომელიც ემსახურება პაციენტებს. პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, არ უნდა შეექმნას კრიტიკული მომენტი იმის გამო, რომ მას ვერ გაუწიეს სათანადო მომსახურება ექიმებმა, ან ადგილზე არ იყო რაოდენობრივად ან ხარისხობრივად საჭირო რაოდენობის სტაფი“, - აღნიშნა მინისტრმა.

კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე მონაცემი დღეს ჯერ არ განახლებულა.