აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ტელეკომპანია Fox News-ზე ანალიტიკას გაუძღვება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ზე ანალიტიკას გაუძღვება. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

„მაიკ პომპეო, რომელიც დიპლომატი, სახელმწიფო მოხელე და იურისტია, Fox News Media-ს პლატფორმებზე ანალიტიკით იქნება დაკავებული, მათ შორის Fox News-სა და Fox Business-ის გადაცემებში“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

თავად ყოფილი სახელმწიფო მდივანი კი აცხდებს, რომ მზად არის, ტელემაყურებლებს სამართლიანი და აწონილი მოსაზრება შესთავაზოს გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე.