COVID19: 1 709 ახალი შემთხვევა, 2 075 გამოჯანმრთელებული, 20 გარდაცვლილი

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საქართველოში გუშინ კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. დადასტურდა სულ 1731 ახალი შემთვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.

პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.