დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმას ნიცაში მსხვერპლი მოჰყვა

დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმისას ნიცაში 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქის ცენტრში, ბაზილიკასთან მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, ნიცის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ოფიციალური პირების შესაფებით, მომხდარი ფაქტი სავარაუდოდ ტერაქტზე მიუთითებს.