"ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ",- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპეს გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას დედოფალს, სამეფო ოჯახს, დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ხალხს, რომლებმაც დღეს არაჩვეულებრივი მსახური დაკარგეს.
ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე.