ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახს

"საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრინცი ფილიპეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე ედინბურგის ჰერცოგის, მისი სამეფო უმაღლესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალების შესახებ. ამ მწუხარების ჟამს საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.

99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა