დამატებით საგადასახადო შეღავათებზე ამ ეტაპზე ვერ ვიმსჯელებთ - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

" დარწმუნებული ვარ, პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციების გამკაცრება არ დაგვჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ დამატებით საგადასახადო შეღავათებზე", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება.

„მჯერა, იმ რეგულაციების კარგად დაცვით, რაც ქვეყანაში არსებობს, შევძლებთ, რომ დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადავიაროთ ეს პერიოდი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დამატებითი შეღავათების დაწესება ვერ მოხდება, რადგან თითოეული დამატებით შეღავათი არის დამატებითი დეფიციტი, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითად აისახება, უკვე ვართ დეფიციტის იმ მაჩვენებელზე, რომლის უფრო გაზრდა კონტრპროდუქტიულია ეკონომიკისთვის,“ - განაცხადა კაკაურიძემ.