სეისმურმა ქსელმა მიწისძვრის არასწორი ეპიცენტრი დააფიქსირა

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და იტყობინება, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

ცენტრის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი არასწორია და ის იყო არა ცაგერში, არამედ ნორიოსთან.

"მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება", - წერს სეირმური მონიტრინგის ცენტრი.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 18:19 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.