ნათია თურნავა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკის საკითხი მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს

საქართველო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ენერგოპოლიტიკის საკითხი მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს.

მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკაა.

,,დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკა, ამიტომ ჰესების მშენებლობით ვაზღვევთ მომავალი თაობების სიძლიერეს და დამოუკიდებლობას. წარმოიდგინეთ, რომ არ აშენებულიყო ენგურჰესი, რომელიც დღეს ადგილობრივი ენერგიის 2/3-ს უზრუნველყოფს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები რომელიმე მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“, - განაცხადა თურნავამ.